რა გამოტოვე, მე-4 კლასში ის გაკვეთილი რომ გააცდინე

Ana Nikoladze
May 13, 2020

მასწავლებელმა აგვიხსნა, თუ როგორ ვიდგეთ და ვუსმენდეთ ქარის ხმას, სად ვიპოვოთ ცხოვრების აზრი ბენზინის ჩასხმისას.

რომ შეიძლება კარტოფილის თლაც იყოს ლოცვა, ან როგორ შევძლოთ გვირაბის ბოლომდე მოცდა.

ნასადილევს სავარჯიშოც ჩამოგვირიგა, „როგორ არ დაგვავიწყდეს ბაბუას როგორი ხმა ჰქონდა”,

მერე ბავშვებმა ისე ჩაძინებაზე ვისაუბრეთ, ვითომც არაფერი დაგვვიწყებია — არაფერი მნიშვნელოვანი, და ვისწავლეთ გვჯეროდეს, რომ სადაც გავიღვიძებთ, შინ ვართ.

მაგალითებიც გამოვიყვანეთ: რომელ სიგარეტს რომელი ფსალმუნები უხდება, რა ხდება, როცა ფიქრები დანარჩენ სამყაროზე მეტია და რომ რაც გვაქვს, საკმარისია.

გრამატიკის გაკვეთილი იმას დაეთმო, რომ “მე ვარ”სრული წინადადებაა.

და, ბოლო ზარის დარეკვამდე, თეორემაც დავამტკიცეთ, აი ის, რომ ერთად აღებული მღრენელი ეჭვები, მარტოობა და სიცივეში, გაურკვევლობაში გათენებული ღამეები რაღაცას უდრის.

ბრედ აარონ მოდლინი

--

--