როცა დაღლილი და მოწყენილი

მოვაბიჯებ პეკინის გამზირზე

როცა, ბედს ვემდური, უბედური,

შენზე ვფიქრობ ხოლმე, გახდილზე.


მინდა ერთად ვიცხოვროთ და ერთად მოვკვდეთ, ოღონდ მეგობრულად.

მინდა შენი ხმა, თმა და სურნელი პურის ნამცეცები იყოს ჩემი თავგზის აბნეულ ბილიკებზე, ოღონდ მეგობრულად.

მინდა ყოველ დილას ლოგინის შენი, თბილი ნახევრის ნელი გაციება მაღვიძებდეს და მაფორიაქებდეს, როგორც მამლებს — მზის ამოსვლა, ოღონდ მეგობრულად.

მინდა ყველა კარგი ამბავი შენთან მომიხაროდეს, მომიჩქაროდეს და, ამაყი და აქოშინებული, ფეხებთან გიგდებდე ნადავლად, მუცლის მოფხანის მოლოდინში. ოღონდ, მეგობრულად.

მინდა ერთმანეთის ენა ბრაილივით, მთელი სხეულით ვიცოდეთ, რომ თუ ოდესმე ხუთივე გრძნობა ერთდროულად წაგვერთმევა, სულის ცეცებით მაინც შევძლოთ ერთმანეთის ცნობა. ოღონდ მეგობრულად.

მინდა გათენებისას შენი სიფხიზლის ბაცი, ორაგულისფერი გარიჟრაჟიდან ამოვდიოდე და დაღამებისას შენი სიზმრების დაუსაბამო, ბნელი ოკეანის ოქროსფერ ჰორიზონტში…


7 ივლისს, რესპექტაბელურმა ამერიკულმა გამოცემა “ჰარპერსმა” გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელსაც 150 მწერალი და საჯარო პირი აწერს ხელს. მათ შორის არიან ნოამ ჩომსკი, მარგარეტ ეტვუდი, გლორია სტეინემი, სალმან რაშდი და სხვები. წერილში საუბარია საზოგადოების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებულ შეტევებზე, რომლებიც “ასუსტებს ღია დებატების ნორმებსა და განსხვავებების მიმღებლობას იდეოლოგიური კონფორმიზმის სასარგებლოდ”. წერილში ვკითხულობთ, რომ “ლიბერალური საზოგადოების მამოძრავებელი ძალა — ინფორმაციისა და იდეების თავისუფალი მიმოცვლა — დღითი დღე უფრო და უფრო შეზღუდული ხდება”. “დებატებისა და კამათის შეზღუდვა, რეპრესიული მთავრობის მიერ იქნება თუ არატოლერანტული საზოგადოების მხრიდან, უპირობოდ აზარალებს ძალაუფლების არმქონეებს და ყველას ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისათვის.”

ამ მსჯელობის პარალელურად, გთავაზობთ ქართული კონტექსტისთვის…


მასწავლებელმა აგვიხსნა, თუ როგორ ვიდგეთ და ვუსმენდეთ ქარის ხმას, სად ვიპოვოთ ცხოვრების აზრი ბენზინის ჩასხმისას.

რომ შეიძლება კარტოფილის თლაც იყოს ლოცვა, ან როგორ შევძლოთ გვირაბის ბოლომდე მოცდა.

ნასადილევს სავარჯიშოც ჩამოგვირიგა, „როგორ არ დაგვავიწყდეს ბაბუას როგორი ხმა ჰქონდა”,

მერე ბავშვებმა ისე ჩაძინებაზე ვისაუბრეთ, ვითომც არაფერი დაგვვიწყებია — არაფერი მნიშვნელოვანი, და ვისწავლეთ გვჯეროდეს, რომ სადაც გავიღვიძებთ, შინ ვართ.

მაგალითებიც გამოვიყვანეთ: რომელ სიგარეტს რომელი ფსალმუნები უხდება, რა ხდება, როცა ფიქრები დანარჩენ სამყაროზე მეტია და რომ რაც გვაქვს, საკმარისია.

გრამატიკის გაკვეთილი იმას დაეთმო, რომ “მე ვარ”სრული წინადადებაა.

და, ბოლო ზარის დარეკვამდე, თეორემაც დავამტკიცეთ, აი ის, რომ ერთად აღებული მღრენელი ეჭვები, მარტოობა და სიცივეში, გაურკვევლობაში გათენებული ღამეები რაღაცას უდრის.

ბრედ აარონ მოდლინი


ამ დილის მონაცემებით 69(nice!) კილოგრამს ვიწონი.

29 წლის ასაკში, როგორც იქნა, ჩემი სხეულის წონა მხოლოდ რიცხვია, მიმდინარე, ცვალებადი მოცემულობა და არაფერი მეტი.

ამის მიუხედავად, ახლაც უდიდესი ძალისხმევა მჭირდება, რომ არაფერი გითხრათ იმაზე თუ რამდენი დავიკელი ან მოვიმატე, არ გიამბოთ ჩემი კვების რაციონის, ტანსაცმლის ზომის, სავარჯიშო რუტინის, ჯანსაღი ჩვევების, კუნთის და ცხიმის თანაფარდობის, წელის და თეძოს გარშემოწერილობების პროპორციის, სისხლში ქოლესტერინის ან ინსულინის შემცველობის შესახებ, რომ როგორმე თქვენი ვალიდაცია მოვიპოვო. რომ მითხრათ, რომ ეგ არაფერი, მე მიხდება, მე ლამაზი მსუქანი, ან პირიქით, არასაკმარისად მსუქანი ვარ სიმსუქნეზე სასაუბროდ, რომ დაგიმტკიცოთ, რომ ჯანმრთელი ვარ, ღირებული ვარ, პატივსაცემი ვარ.

ხმამაღლა ჩემი წონა პირველად რამდენიმე თვის…


Don’t eat after seven, mum says. Don’t eat after seven if you love me.

I’m ten years old and living with my grandparents; they say it’s for the time being. My parents have just been through a particularly messy divorce and I’ve witnessed most of it through the paper-thin walls of my tiny bedroom. Dad’s gone off with his new beau and our beloved French bulldog. Mum’s taken up smoking and is collapsing into herself. I feel like none of my friends can really feel my pain, so I come home from school and I eat. …


მეც ვუმღერ ამერიკას.

მე შავგვრემანი ძმა ვარ.

სტუმრები რომ მოდიან

მე საჭმელად სამზარეულოში მიშვებენ,

მაგრამ მე ვიცინი

და კარგად ვჭამ,

რომ დიდი გავიზარდო.

ხვალ

მაგიდასთან ვიჯდები

სტუმრები რომ მოვლენ

და მაშინ

ვეღარავინ გამიბედავს

მითხრას,

“სამზარეულოში ჭამე.”

მეტიც,

ნახავენ რა ლამაზიც ვარ და

შერცხვებათ —

მეც ვარ ამერიკა.

ლენგსტონ ჰიუზი


სანამ ქალაქს პახმელიის უსიზმრო ძილით სძინავს,

მთელ თბილისში მომობნეულს, მე თავს ვუყრი საკუთარ თავს:

გადაშლილ ფეხებს — ერთს ვაკეში, მეორეს — გლდანში,

შავი ლიფი გურამიშვილის ხელზე კიდია.

დიდი გეგმები ბოლოს ბარის ტუალეტთან ყრია,

ამბიციებს ზოოპარკის თხები ძიძგნიან.

აეროპორტის გზაზე ყურით ვიჭერ ოცნებებს,

საღი აზრები მშრალი ხიდიდან მტკვარში ხტებიან.

ცარიელ ჩანთას ბასიანის რიგთან ვპოულობ,

სიმართლეები რიყის გვირაბში მემალებიან.

იმ კვირის ცოდვებს თბილისის წყლის ონკანს ვუყვები,

გამოცვლილ კანს ორშაბათის საზღვართან ვტოვებ

და მორჩილად, ნებით ვუწვები რეჟიმს ხახაში,

რომ პარასკევს ისევ თავიდან ამომაფურთხოს.


გერდა; ედმუნდ დულაკის ილუსტაცია.

გერდა და კაი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ და ხშირად თამაშობენ ერთად. ერთ ცივ ზამთარს ბავშვების სოფელს ყინულის დედოფალი გადაუფრენს და კაის თვალში მისი ჯადოსნური სარკის ნატეხი ჩაუვარდება, რომელიც ყველაფერს უკუღმა, დამახინჯებულად უჩვენებს. მოჯადოებული კაი გერდას ეუხეშება, ყინულის დედოფალს მარხილში უჯდება და მასთან ერთად ჩრდილოეთ პოლუსისკენ მიფრინავს. გერდა მეგობრის საპოვნელად და გადასარჩენად ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაღმა მიეშურება და გზად უამრავ ფათერაკს გადაეყრება. ზღაპრის ბოლოს, როდესაც მრავალგასაჭირგამოვლილი გერდა ჩრდილოეთ პოლუსამდე ჩააღწევს და ყინულის დედოფლის სასახლეში შეაღწევს, კაი მას კიდევ ერთხელ ჰკრავს ხელს. გულნატკენი გერდა ტირილს იწყებს, მისი თბილი ცრემლები კაის თვალში უვარდება, ყინულის ნატეხთან ერთად გაყინულ გულსაც ულღობს და ბავშვები შინ…

Ana Nikoladze

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store