ქართულ საზოგადოებაში ქალის სტატუსი 2 ღერძის გასწვრივ განისაზღვრება.

x- მოტყვნადობა

ქალის მდებარეობა x ღერძის გასწვრივ განსაზღვრავს რამდენად მოტყვნადია* ქალი.

y- პატრონი

ქალის მდებარეობა y ღერძის გასწვრივ განსაზღვრავს ჰყავს თუ არა ქალს პატრონი**, რომელიც ქალის არასათანადოდ*** მოტყვნის შემთხვევაში მომტყვნელისგან პასუხს მოითხოვს.

განვიხილოთ ქალის 4 კლასიკური განსაზღვრება ზემოთ მოცემული ღერძების გასწვრივ.

საცოლე (x;y)

საცოლე მოტყვნადი, პატრონიანი ქალის ნაირსახეობაა. საცოლესთან და მისთანებთან (მაგ: შეყვარებული) სექსი დაშვებულია მხოლოდ პატრონის მიერ დადგენილი, დაუწერელი წესების შესაბამისად. საქართველოს სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა წესები მოქმედებს, ამიტომაც პატრონიანი ქალის მოტყვნისას კაცებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

ბოზი (x;-y)

ბოზი მოტყვნადი, უპატრონო ქალია. ტრადიციულად, ბოზად მიიჩნევა სასიამოვნო გარეგნობის ქალი, რომელიც ა) რეკრეაციული სექსისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ბ) შემჩნეულია რეკრეაციულ სექსში, გ) გამომწვევად იცვამს, დ) არსებობს. ბოზთან სექსი დასაშვებია მრავალნაირი ფორმით, მათ შორის ისეთი ფორმითაც, საცოლეს (შემდეგ: ცოლს) რომ არ ეკადრება, ამიტომაც ბოზებზე მოთხოვნა ხშირად მიწოდებაზე მაღალია. საყურადღებოა განსხვავება ბოზსა და პუტანკას(იხ. სხვა კატეგორიები) შორის.

დაიკო (-x;y)

დაიკო პატრონიანი, მოუტყვნადი ქალია. არსებობს თეორია, რომ ხშირად დაიკოების მოუტყვნადობას(მოტყვნადობის მეორე ცვლადის, მოტყვნის სურვილის გაცხადების ნაწილიდან გამომდინარე) ხშირად პატრონის შიში განაპირობებს. პატრონის მოსუსტების ან გარდაცვალების შემთხვევებში დაიკოებში ხშირია პატრონის ინტერნალიზაციის შემთხვევებიც.

ყლექალა (-x;-y)

ყლექალა უპატრონო, მოუტყვნადი ქალია. ამ კატეგორიაში ერთიანდებიან პუტანკები და სუფთა ყლექალებიც.

სხვა კატეგორიები

ცოლი

ისტორიული გამოცდილება გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ საცოლიდან ცოლად გარდაქმნის პროცესში ეს უკანასკნელი მოტყვნადობის ღერძზე მარცხნივ, პატრონის ღერძზე კი მაღლა გადაადგილდება.

დედა

მართალია თანამედროვე ცხოვრებაში ხშირად გვხვდება დედისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხის მოტაფების სურვილი, ასევე საკმაოდ ხშირია სხვის თუ საკუთარ დედასთან უხეში, შეურაცხმყოფელი სექსის გამომხატველი ხატოვანი გამოთქმებიც, ამიტომაც დედის ადგილმდებარეობა მოტყვნადობისა და პატრონიანობის ღერძების კვეთაზე განისაზღვრება.

პუტანკა

პუტანკა ქალის ის კატეგორიაა, რომლის უშუალოდ მოტყვნის სურვილის(და ხშირად პრაქტიკის) მიუხედავად, კაცები ამ სურვილის საჯაროდ გამოხატვას ერიდებიან. ამ კატეგორიაში ერთიანდებიან კაცების აზრით ნაკლებად სასიამოვნო გარეგნობის ბოზები და სექს-მუშაკები, რომლებსაც ხშირად შეცდომით ბოზებადაც მოიხსენიებენ.

სუფთა ყლექალა

ლეგენდის თანახმად, არსებობს ქალი, რომლის უშუალოდ მოტყვნის სურვილიც არც ერთ კაცს არ აღმოაჩნდა. ამ მითიურ არსებას, რომელიც სიბრტყის უკიდურესად მარცხენა, ქვედა კუთხეში მდებარეობს, სუფთა ყლექალას სახელით ვიცნობთ.

*მოტყვნადობა, თავის თავში, ორი ცვლადით განისაზღვრება; პირველი, უშალოდ მოტყვნა — მამაკაცის სურვილი სასქესო ორგანო ქალის სასქესო ორგანოში და/ან სხვა სექსუალური შინაარსის ადგილებში მოათავსოს, და მეორე — ამ სურვილის საჯაროდ აღიარების თავისუფლება.

**პატრონი ქალის სექსუალობის(მუტლის) დარაჯია. პატრონის არყოლა განისაზღვრება ა)პატრონის უშუალოდ არყოლით, ან ბ)მისი სისუსტით, ე.წ. ჩმორობით.

***სათანადოდ მოტყვნა ქალის პატრონის მიერ დადგენილი, დაუწერელი წესების შესაბამისად მოტყვნას გულისხმობს და იშვიათად არის კავშირში თავად საკითხში მყოფი ქალის კმაყოფილებასთან ან ტყნაურის ხარისხთან. ტრადიციული მოდელის შესაბამისად ქალი სათანადოდ მხოლოდ ქორწინებაში იტყვნება, თუმცა გვხვდება ქალის სათანადოდ მოტყვნის სხვა ნაკლებად ტრადიციული მაგალითებიც.

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store