სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, ჯერ სულ რაღაც 39 წლის ვარ.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, მინდა ბავშვობა მაქსიმალურად გავიხანგრძლივო, ამიტომაც ტრაკს დღემდე დედას ვაწმენდინებ.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, მესამე კლასში გული მატკინეს და ვეღარავის ვენდობი.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, წინა შეყვარებულის, ლორდ ვოლდემორტის შემდეგ ვეღარავის ვენდობი.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, რადგან მგონია, რომ ჩემგან ყველას მხოლოდ მუხიანის ოროთახიანი ბინა და 2003 წლის ფორდ სიესტა უნდა.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, სხვა თეორიულ ადამიანთან თეორიული სექსის თეორიულ შესაძლებლობას ხელიდან ვერაფრით გავუშვებ.

სერიოზული ურთიერობისთვის მზად არ ვარ, გურჯაანის ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხარისხის კონტროლის უფროსის მოადგილის პოზიცია სახუმარო არ არის და სრულ და განუყოფელ ყურადღებას მოითხოვს.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, ჯერ ლარპის ფსიქოლოგიის ვიდეოების სერიით მსოფლიო პოპულარობა უნდა მოვიხვეჭო.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, საქმე შენში არ არის, საქმე ჩემშია (იმაში რომ მე საკმარისად არ მომწონხარ, მაგრამ პირდაპირ ვერ გეუბნები, რომ ხელიდან არ გაგიშვა იმ შემთხვევისთვის, თუ უკეთესი არავინ გამოჩნდა).

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, მონოგამია შეთქმულებაა.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, 2002 წელს ადრიანა ლიმას მივწერე და პასუხს ველოდები.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, შენგან მხოლოდ ერთგულება, ყურადღება, სიყვარული, მზრუნველობა და სექსი მინდა.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, მაგრამ მინდა დამელოდო სანამ ვიქნები. სულ რაღაც 1–2 წელი.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, იმიტომ რომ აქაურობის დედა მოვტყან.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, გარეული ცხოველი ვარ და ვერ მოვშინაურდები. ჩემი ადგილი ტყეშია. სახლში რომ ჩამკეტო კედელთან მოგიჯვამ და ფარდას დაგიღეჭავ.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, მართალია არავის შემოუთავაზებია, მაგრამ რომც შემოეთავაზებინათ უარს ვეტყოდი, იმიტომ რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ.

სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, ერთი ბიგმაკი, სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, დიდი კოკა-კოლა და ერთი ფრიც, თუ შეიძლება. სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ.