მეც ვუმღერ ამერიკას.

მე შავგვრემანი ძმა ვარ.

სტუმრები რომ მოდიან

მე საჭმელად სამზარეულოში მიშვებენ,

მაგრამ მე ვიცინი

და კარგად ვჭამ,

რომ დიდი გავიზარდო.

ხვალ

მაგიდასთან ვიჯდები

სტუმრები რომ მოვლენ

და მაშინ

ვეღარავინ გამიბედავს

მითხრას,

“სამზარეულოში ჭამე.”

მეტიც,

ნახავენ რა ლამაზიც ვარ და

შერცხვებათ —

მეც ვარ ამერიკა.

ლენგსტონ ჰიუზი