სანამ ქალაქს პახმელიის უსიზმრო ძილით სძინავს,

მთელ თბილისში მომობნეულს, მე თავს ვუყრი საკუთარ თავს:

გადაშლილ ფეხებს — ერთს ვაკეში, მეორეს — გლდანში,

შავი ლიფი გურამიშვილის ხელზე კიდია.

დიდი გეგმები ბოლოს ბარის ტუალეტთან ყრია,

ამბიციებს ზოოპარკის თხები ძიძგნიან.

აეროპორტის გზაზე ყურით ვიჭერ ოცნებებს,

საღი აზრები მშრალი ხიდიდან მტკვარში ხტებიან.

ცარიელ ჩანთას ბასიანის რიგთან ვპოულობ,

სიმართლეები რიყის გვირაბში მემალებიან.

იმ კვირის ცოდვებს თბილისის წყლის ონკანს ვუყვები,

გამოცვლილ კანს ორშაბათის საზღვართან ვტოვებ

და მორჩილად, ნებით ვუწვები რეჟიმს ხახაში,

რომ პარასკევს ისევ თავიდან ამომაფურთხოს.

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store