როგორ ცხელა კაცო, ძაან უცებ ჩამოცხა წელს. რას გადაირევა ხოლმე ამ ადრეულ გაზაფხულზე.

მოლასლასებს ოფლიანი და ხელისგულები ექავება.

- საღოლ მაგარი სანდლებია ძმა, სად დაითრიე? — ეკითხება ქუჩის პირას მდგომი 3–4 ლაწირაკიდან ერთ-ერთი და კვდება სიცილით. ბრაზდება, მაგრამ სწრაფად ვერ ფიქრობს რა უპასუხოს და აღარაფერს ეუბნება. უზრდელი. თვითონაც იყო ოდესღაც ამათი ხნის ბატონო, სისხლიც უდუღდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, უფროსების პატივისცემა იცოდნენ ახალგაზრდებმა. განსაკუთრებით რომ მოუჭერდა ხოლმე შორს გადიოდა უდაბნოში და მწყემსის დიდძუძუებიან ცოლზე ფიქრობდა. ეჰ.

ფეხები დაუსივდა ამდენი იარულით, გრძნობს როგორ ეწებება სანდლის ძირს ახალგაჩენილი ბებერა ფეხის ყოველი გადადგმისას. ბალახონი მაინც რამ ჩააცვა ამ სიცხეში. ან ეს თმა მაინც შეეჭრა.

მამამისის ბრალია, ყველაფერი მამამისის ბრალია. აიტეხა ეს ამხელა ამბავი, ამდენი ხალხი შეაწუხა. რა ენაღვლება, თვითონ კი არ უნდა იწითლოს კვერცხები ასე წამდაუწუმ წამოხტომით. მშვიდი ცხოვრება უნდოდა, ცოლი, 1–2 შვილი, ცხვარი, რამე. იქნებოდა დურგალი თავისთვის, მაგრამ ვინ დააყენა.

-ოჰ, აღსდექი? — ზალიდან იძახის მარიამი.

-აღვდექი, ჰო, შენ კიდე რამდენჯერ უნდა გითხრა. ს-ს გარეშე.

-ჰაა?

-ბარაბაა. მომიჭერი პასკა.

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store